Wednesday, July 1, 2009

ქართული სამოსი


პროექტის სახელი: ქართული სამოსი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ქართული სამოსის თავისებურებებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან გარემო პირობების ფაქტორის ზეგავლენას სამოსზე; ქართული სამოსის თავისებურებებს, დამზადების სპეციფიკასა და სტილს; დააკვირდებიან ეპოქისა და დანიშნულების მიხედვით სამოსის ელემენტების, სტილის ცვლას; გაავლებენ პარალელს უძველესსა და თანამედროვე სამოსს შორის; შეეცდებიან, თავად შექმნან მოდელები ეროვნული სამოსის ნიშნების გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი (მე-11, მე-12 კლასები)
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე (სასწავლო წლის მანძილზე ნებისმიერი 1 თვე)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა; ინტერვიუ; წიგნებიდან და ინტერნეტიდან მასალების მოძიება; კვლევა; გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის შესაბამისი მასალების შესწავლა; ხატვა(მოდელირება); მოსწავლეთა სკოლის ფორმების ესკიზების შექმნა ეროვნული სამოსის ელემენტების გათვალისწინებით; პრეზენტაცია; ბლოგის შექმნა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართული სამოსის შექმნის უძველეს ტრადიციებზე; უკეთ გაეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს, დახვეწენ ჯგუფური მუშაობის, წიგნებიდან და ინტერნეტიდან მასალების მოძიების, ინტერვიუს აღების, კვლევის, ხატვის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს;
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები დაუკავშირდებიან თავიანთ თანატოლებს, გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს; ჩართავენ არაქართველ თანატოლებს პროექტის განხორციელებაში და დააინტერესებენ მათ, რათა შექმნან ერთობლივი პროექტები თავიანთი ეროვნული სამოსის და სხვა ტრადიციების შესახებ. შესაბამისად, გარღმავდება სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ურთიერთობა და მათი ცოდნა კულტურათა შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია (ეთნოგრაფია), ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ისტ.
ქართული - დახვეწენ ინტერვიუზე, პროექტზე მუშაობის უნარს
ისტორია მოიძიებენ ეთნოგრაფიულ მასალებს, გაეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს
ხელოვნება - გაეცნობიან ქართველ დიზაინერთა ნამუშევრებს; შექმნიან ესკიზებს
სამოქალაქო განათლება - შეისწავლიან და პატივს სცემენ საკუთარ და სხვა ერის კულტურას
მოიძიებენ ინტერნეტმასალებს; შექმნიან ესკიზებს, საპრეზენტაციო პროგრამას, ბლოგს
პროექტის ფასილიტატორი: მარიკა ტლაშაძე
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: